English / ქართული / русский /
იზოლდა ჭილაძე
სახელმწიფო გრანტების აქტუალობა და აღრიცხვის თავისებურებები

ანოტაცია. სტატიის მიზანია სახელმწიფო გრანტების აქტუალობის  და იურიდიული პირის მიერ შეძენილი გრანტების აღრიცხვის თავისებურებების განხილვა. სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკის მთავარი ამოცანებია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სოციალური, კულტურული და  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობების ხელშეწყობა, ინოვაციების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში მათი დანერგვა, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული  კატასტროფების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა, გარემოს გაჯანსაღების პროექტების განხორციელება. ყოველივე აქედან გამომდინარე, აქტუალურია სახელმწიფო გრანტების აღიარების და აღრიცხვის საკითხებიც. ამასთან, მნიშვნელოვანია გრანტების ეფექტის შეფასება.

 წინამდებარე შრომაში გაკეთებულია დასკვნები გრანტების აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების სრულად დანერგვისა და გრანტების შესრულების ეფექტის მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობის შესახებ.

საკავანძო სიტყვები: სახელმწიფო გრანტი, სახელმწიფო დახმარება, ნაპატიები სესხი,  გრანტების აღრიცხვა.   

ესავალი 

თანამედროვე  ეკონომიკაში წარმოების მრავალფეროვანი და ახალი ტიპის საქმიანობების, ტექნოლოგიების და მომსახურების განუწყვეტელი და დაჩქარებული ტემპებით წარმოქმნა-ცვლილებებმა დღის წესრიგში დააყენა მთავრობის მხრიდან ინიციატივების დაფინანსების აქტუალობა. საქართველოში ამას ემატება განმათავისუფლებელ ბრძოლაში მყოფი ქვეყნისთვის დამახასიათებელი პრობლემები, განათლების დაბალი დონე, უმუშევრობა, ეკოლოგიური საფრთხეები. ამდენად, საქართველოში სახელმწიფო დახმარებების აუცილებლობა კიდევ უფრო რელევანტურია. ყოველივე ეს კი თავის მხრივ, აქტუალურს ხდის გრანტების აღრიცხვის მოწესრიგებას და მონიტორინგის ორგანიზებას.

გრანტების გაცემის უფლება-მოვალეობებს საქართველოს კანონი „სახელმწიფო გრანტების შესახებ“, ხოლო გრანტების აღრიცხვის მთოდიკას  ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი  20 – „სახელმწიფო გრანტების ბუღალტრული აღრიცხვა  და სახელმწიფო დახმარების განმარტებითი შენიშვნები“ - არეგულირებს. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ (ბასსს) იგი პირველად გამოსცა 1983 წელს, რომელშიც სამ წელიწადში ერთხელ შედის ცვლილებები საჭიროების შესაბამისად. ეს სტანდარტი ბოლოს შესწორებულ იქნა 2015 წელს.

საწარმომ, რომელიც პირველად გამოიყენებს წინამდებარე სტანდარტს, უნდა დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) შეასრულოს სტანდარტის მოთხოვნები ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში, სახელმწიფო დახმარების ასახვის წესების შესაბამისად; ან აირჩიოს ორიდან ერთი: კორექტირება გაუკეთოს ფინანსურ ანგარიშგებას სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით; ან მოცემული სტანდარტის მოთხოვნები გამოიყენოს მხოლოდ იმ გრანტების ან გრანტების ნაწილისათვის, რომლებიც საწარმომ უნდა მიიღოს ან დააბრუნოს წინამდებარე სტანდარტის ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ. 

1. სახელმწიფო გრანტების არსი და აქტუალობა 

სახელმწიფო დახმარება მრავალი ფორმით შეიძლება განხორციელდეს.  დახმარება შეიძლება მიზნად ისახავდეს  ისეთი საქმიანობის წახალისებას, რომლის ნორმალურად წარმართვას საწარმო დახმარების გარეშე ვერ შეძლებს (იხ. სქემა 1.1).

ბასს 20-ის განმარტებების მიხედვით, სახელმწიფოს ცნების ქვეშ იგულსხმება მთავრობა, სახელმწიფო უწყებები და ანალოგიური ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო ორგანიზაციები.

სახელმწიფო დახმარება  არის რომელიმე კონკრეტული საწარმოს ან საწარმოთა ჯგუფისათვის ეკონომიკური დახმარების გაწევა სათანადო კრიტერიუმების გათვალისწინებით.

მას არ მიეკუთვნება სახელმწიფოს მიერ არაპირდაპირი დახმარებები. მაგალითად, ტარიფების და კვოტების შემცირების, განვითარებად რეგიონებში ინფრასტრუქტურის შექმნისა და კონკურენტების სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებების სახით.

 

 

სახელმწიფო გრანტი - არის სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება საწარმოსათვის რესურსების გადაცემის სახით, საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული წარსულში შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი გარკვეული პირობების სანაცვლოდ.                               

აქ არ იგულისხმება ისეთი ტიპის  დახმარებები, რომელთა ღირებულების დასაბუთებული განსაზღვრა შეუძლებელია. აგრეთვე, არ იგულისხმება ისეთი დახმარებები, რომლებიც  ჩვეულებრივი კომერციული გარიგებებისაგან არ განსხვავდება.

მაგალითად, რომელიმე კონკრეტულ რეგიონში, კომპანიების წახალისების მიზნით, შემცირდა უძრავი ქონების გადასახადის განაკვეთი, ეს წარმოადგენს სტიმულს  ბიზნესის ადგილმონაცვლეობისათვის.

ნაპატიები სესხები ისეთი სესხებია, რომელზეც სესხის გამცემი ნებაყოფლობით ამბობს უარს, ადრე შეთანხმებული გარკვეული პირობების თანახმად. ეს ითვლება გრანტად.

მაგალითად, ღარიბ რეგიონში, სადაც მაღალი უმუშევრობაა,  სახელმწიფომ შეიძლება გასცეს დაბალპროცენტიანი სესხი, რომლზეც იგი უარს იტყვის, წინასწარ განსაზღვრული პირობების შესრულების შემდეგ.

გძელვადიანი აქტივის შეფასება უნდა მოხდეს რეალური ღირებულებით, ანუ ფასით, რომელიც მიღებული ან გადახდილი იქნებოდა აქტივის გაყიდვიდან ან ვალდებულების გადაცემისას, ბაზრის მონაწილეებს შორის შეფასების თარიღისთვის ნებაყოფლობით განხორციელებული გარიგების დროს (იხ. ფასს 13 – „რეალური ღირებულების შეფასება“).

მაგალითად, ადგილობრივი მმართველობა მიწის მოცემულ ნაკვეთზე, სთავაზობს პირს ააშენოს  საქსოვი ფაბრიკა, სადაც 100 თანამშრომელს დაასაქმებს. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ეს ნაკვეთი  240 ათას ლარად შეაფასა. ეს ღირებულება იქნება რეალური ღირებულება.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო გრანტის გამცემი ორგანოებია სამინისტროები, პრემიერმინისტრის აპარატი,  ავტონომური რესპუბლიკის სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები.  გრანტის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით გრანტის მიმღები შეიძლება იყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული და ფიზიკური პირი.

სახელმწიფო გრანტის გაცემა შეუძლია ნებისმიერ სამინისტროს თუ მისი გაცემა გათვალისწინებულია სამინისტროს ამოცანებიდან ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრიობიდან. თუ გასაცემი გრანტის მოცულობა აღემატება 50 ათას ლარს. მისი პროექტი გაცემამდე განსახილველად წარედგინება მთავრობას ან პრემიერ-მინისტრს, თუ გრანტის მოცულობა 50 ათას ლარს არ აღემატება.

გრანტების შესახებ საქართველოს კანონით, „გრანტი არის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ნატურალური ან ფულადი ფორმით  ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთლობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.“

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში შექმნილია ათი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელთაც უფლება აქვთ გასცენ სახელმწიფო გრანტები. მათ შორისაა: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი; დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, „აწარმოე საქართველოში“ და სხვ.

სამეწარმეო მიზნის მისაღწევად სახელმწიფო გრანტის   გაცემა შესაძლებელია, თუკი  გრანტის მიმღები არის: აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება; იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;  მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ინოვაციურ საქმიანობას და  „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მონაწილე მეწარმე სუბიექტი.  

სახელმწიფო დახმარებები  ყოველთვის აქტუალურია მოსახლეობის დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისათვის. სახელმწიფო გრანტები ხელს უწყობს მოქალაქეთა სოციალური პასუხისმგებლობების ამაღლებას, ახალგაზრდობის ეკონომიკური ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას და განვითარებას; პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების ხარისხის ზრდას. საგრანტო პროექტების განხორციელება აგრეთვე აძლიერებს  გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას ბიზნესში; ახალგაზრდობის ინტეგრაციას და ჯანსაღი საქმიანი ურთიერთობების გამტკიცებას; ურთიერთპატივისცემის, გამჭვრვალობის და საჯაროობის პრინციპებზე დაფუძნებული თანამედროვე ბიზენს-პარტნიორობის  დანერგვასა და განვითარებას.

ამრიგად, სახელმწიფო გრანტები უნდა უზრუნველყოფდეს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებში მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობას, რაც ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე პოზიტიურ და პროგრესულ ცვლილებებს უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, საჭირო ხდება გრანტების ეფექტის შეფასება საზოგადოების მხრიდან. ამ მიმართულებით მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს. ასე მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების  ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად 2017 წლის  მდგომაროებით  საქათველოს სამ სამინისტროს და  ოთხ სსიპ-ს აქვთ გრანტები გაცემული არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე.

ჩვენ დავინტერესდით საქართველოში გაცემული სახელმწიფო გრანტების საერთო მაჩვენებლებით (იხ.ცხრილი 1.1.).

ცხრილი 1.1. გაცემული სახელმწიფო გრანტების წილი საქართველოს ბიუჯეტში

              მ ა ჩ ვ ე ნ ე ბ ლ ე ბ ი

2015

2016

2017

2018

2019

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები

    სულ (მლნ ლ)

8.171

8.580

9.750

10.314

10.489

2. გაცემული სახელმწიფო გრანტები

                                (მლნ.ლ)

1.271

960.4

1.046

1.379

544.0

3. სახელმწ. გრანტების  %-ული წილი

15,56

11,19

10.73

13,37

5.19

 

როგორ 1.1. ცხრილდან ჩანს, გაცემული გრანტების პროცენტული წილი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 15,56%-დან, 5,19%-მდე შემცირდა 2019 წელს. ვფიქრობთ ეს არასასურველი ფაქტია.  როგორც ჩანს, მთავრობამ შეასუსტა ახალი ბიზნესებისა და ინოვაციების დაფინანსების მიმართულება სახელმწიფოში. ამასთან, მთავრობა მუდმივ მონიტორინგს უნდა უწევდეს საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესს და შეაფასოს მისი შედეგები; 

 

2. სახელმწიფო გრანტების აღრიცხვის თავისებურებები

                        

გრანტების ეფექტის შეფასებას სათანადო ინფორმაცია სჭირდება, რაც აღრიცხვამ უნდა მოამზადოს. გარდა სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობისა, სახელმწიფო დახმარების მიღებას საწარმოსათვის მნიშვნელოვანია ფინანსური ანგარიშგების  მომზადების თვალსაზრისითაც ორი მიზეზის გამო: პირველი, თუ საწარმოს გადაეცემა რესურსები, მან უნდა შეარჩიოს შესაბამისი სააღრიცხვო მეთოდი. მეორე, სასურველია, რომ საწარმომ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახოს  ამ დახმარების შედეგად მიღებული სარგებელი მოცემულ საანგარიშგებო პერიოდში. ამით უზრუნველყოფილი იქნება საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შესადარისობა წინა პერიოდთან ან სხვა საწარმოსთან შედარებით.

მიზნის მიხედვით გრანტი შეიძლება იყოს დაკავშირებული აქტივებთან ან შემოსავლებთან.

აქტივებთან დაკავშირებული გრანტი  ისეთი გრანტია, რომელიც საწარმოს ეძლევა, რათა  შეიძინოს, ააშენოს, შექმნას ან სხვა რაიმე გზით მოიზიდოს გრძელვადიანი აქტივები. ეს გრანტი შეიძლება დამატებით პირობებსაც ითვალისწინებდეს, როგორიცაა, აქტივის სახეობა, განლაგება, მათი შეძენის ან ფლობის პერიოდი.

მაგალითად, სახელმწიფოს სურს მოიზიდოს ინვესტიციები ჩაის მრეწველობის დარგში და სთავაზობს სათანადო მოწყობილობების შესაძენად საჭირო ხარჯების 50%-ით დაფარვის გრანტს.

 გრანტის მიღების პირობები შეიძლება იყოს შემდეგი: ყველა საჭირო მოწყობილობა გამოყენებული იქნება ქვეყნის შიგნით (ექსპორტზე გრანტი არ ვრცელდება) და მათი შეძენა მოხდება ვთქვათ ერთი წლის განმავლობაში.

შემოსავლებთან დაკავშირებული გრანტი კი, არაა დაკავშირებული გრძელვადიან აქტივებთან. იგი გაიცემა საწარმოს ფინანსური მიზნებისათვის: შემოსავლების ზრდის ან ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.

მაგალითად, თუ სახელმწიფოს სურს მხარი დაუჭიროს კომპანიებს თანამშრომელთა პროფესიულ გადამზადებაში, ხელისუფლებამ შეიძლება შესთავაზოს მათ დავუშვათ 40%-ით დახმარება, სასწავლო კურსების სიიდან, თვით ხელისუფლების მიერ შერჩეული რომელიმე  კურსის მიხედვით გასაწევ ხარჯებში.

სახელმწიფო გრანტების აღრიცხვის  საერთაშორისო სტანდარტების  მოთხოვნების თანახმად, გრანტის აღიარება არ ხდება მანამ, სანამ საწარმოს არ ექნება იმის დამაჯერებელი რწმენა, რომ დააკმაყოფილებს გრანტის პირობებს და გრანტს აუცილებლად მიიღებს. თუმცა, გრანტის მიღება თავისთავად არ ნიშნავას იმას, რომ საწარმო აკმაყოფილებს ან მომავალში დააკმაყოფილებს გრანტის პირობებს (ბასს 20, პ.8).

 მაგალითად, საწარმომ მოიპოვა უფლება სახელმწიფო გრანტის მიღებაზე დასაქმების გაზრდის მიზნით და მან დაიწყო კადრების აყვანა. გრანტი აღიარდება დაუყოვნებლივ, როგორც მოთხოვნა და გადავადებული შემოსავალი.

მას შემდეგ, რაც აღიარდება სახელმწიფო გრანტი, მასთან დაკავშირებული ყველა პირობითი ვალდებულება ან პირობითი აქტივი აღირიცხება ბასს 37-ის - `ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები” - მოთხოვნების შესაბამისად.

         არსებობსსახელმწიფოგრანტებისაღრიცხვისორიმიდგომა: წილობრივი მეთოდი (ანუ კაპიტალ მეთოდი) და შემოსავალ-მეთოდი (პ. 13).

წილობრივიმეთოდისგამოყენებისას გრანტი აისახება მოგების ან ზარალის გარეთ.  

შემოსავალ-მეთოდისდროს გრანტი აისახება მოგებაში ან ზარალში, ერთი ან მეტი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში.

წილობრივიმეთოდისუპირატესობისძირითადიარგუმენტებია: ა) სახელმწიფო გრანტი დაფინანსების საშუალებაა და ამიტომ უნდა აისახოს სახელმწიფო გრანტის სახით ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში და არა მოგებაში ან ზარალში, გრანტით დაფინანსებული დანახარჯების მუხლების გადაფარვის სახით. ვინაიდან მოსალოდნელი არაა გრანტის თანხის დაბრუნება, იგი უნდა აღიარდეს მოგების ან ზარალის გარეთ; ბ) მართებული არ არის სახელმწიფო გრანტების აღიარება მოგებაში ან ზარალში, რადგან იგი საწარმოს მიერ არ არის გამომუშავებული, არამედ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული წახალისებაა, მასთან დაკავშირებული დანახარჯების გარეშე.(ბასს 20,პ. 14).

შემოსავალ-მეთოდისმხარდამჭერიძირითადიარგუმენტებია:

ა. რადგან სახელმწიფო გრანტების მიღების წყაროს არ წარმოადგენს აქციონერები, არ შეიძლება მათი პირდაპირ ასახვა აქციონერთა კაპიტალში, არამედ მათი აღიარება უნდა მოხდეს შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდების მოგებაში ან ზარალში;

ბ. სახელმწიფო გრანტების გაცემა მთლიანად უსასყიდლოდ, საჩუქრის სახით იშვიათად ხდება. საწარმო მაშინ დაიმსახურებს გრანტის მიღებას, თუ დააკმაყოფილებს გარკვეულ პირობებს და მისდამი წაყენებულ ვალდებულებებს. ამიტომ გრანტები აისახება მოგებაში ან ზარალში იმ პერიოდებში, რომელშიც საწარმო მას ხარჯად აღიარებს .

შემოსავალ-მეთოდისგამოყენების ძირითადი დამახასიათებელი თავისებურება ისაა, რომ სახელმწიფო გრანტები აღიარდება მოგებაში ან ზარალში სისტემატურ საფუძველზე, იმ საანგარიშგებო პერიოდებში, რომელშიც საწარმო ხარჯად აღიარებს დანახარჯებს, რომელთა დაფინანსებაც გრანტის მეშვეობით ხდება.

თუკი ფულადი სახსრების მიღება ემთხვევა მისი მოპოვების უფლებას, მაშინ მოთხოვნების ნაცვლად, ფულადი სახსრების აღმრიცხველი ანგარიშები გამოიყენება.

აქტივებთან დაკავშირებული სახელმწიფო გრანტები, მათ შორის არაფულადი გრანტები რეალური ღირებულებით, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში წარმოდგენილ უნდა იქნეს გრანტის გადავადებული შემოსავლის სახით აღიარებით, ან გრანტის გამოქვითვით აქტივის საბალანსო ღირებულების მისაღებად (ბასს 20,პ. 24).

 თუკი ფულადი სახსრების მიღება ემთხვევა მისი მოპოვების უფლებას, მისი მიღება ფულადი სახსრების აღმრიცხველ ანგარიშებზე აღირიცხება. თუ ფულადი სახსრების მიღება არ ემთხვევა მისი მოპოვების უფლებას,  მაშინ ჯერ მოთხოვნების აღმრიცხველი  ანგარიშები გამოიყენება.

როცა სახელმწიფო გრანტის მიღება ხდება არაფულადი აქტივის, მაგალითად, მიწის ან სხვა რესურსის სახით, რომელიც საწამომ უნდა გამოიყენოს, მიღებული აქტივი, როგორც წესი რეალური ღირებულებით შეფასდება. შესაბამისად გრანტიც და აქტივიც აისახება რეალური ღირებულებით.

გრანტი ყოველთვის გულისხმობს გარკვეულ სპეციფიკურ დანახარჯებს, ამიტომ ადვილია იმ პერიოდის დადგენა, როცა  გრანტის აღიარება უნდა მოხდეს  მოგებაში ან ზარალში. გრანტის აღიარება ხდება იმავე პერიოდში, როდესაც აღიარდება შესაბამისი ხარჯები. ანალოგიურად, ამორტიზებად აქტივებთან დაკავშირებული გრანტები, როგორც წესი, მოგებაში ან ზარალში აღიარდება პროპორციულად ყველა საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც დარიცხულია ცვეთა მოცემულ აქტივზე.

დავუშვათ, საწარმომ მიიღო ხუთწლიანი ფულადი გრანტი, -  100000 ლ, საწარმოო მოწყობილობების შესაძენად. საწარმო იყენებს ცვეთის წრფივი დარიცხვის მეთოდს. 

ვაჩვენებთ ოპერაციების აღრიცხვას წილობრივი მონაწილეობის და შემოსავალ-მეთოდით (იხ. სქემა 1).

 

           გრანტის აღრიცხვა წილობრივი

                           მეთოდით (ლ)

გრანტის აღრიცხვა შემოსავალ-მეთოდით

                            (ლ)

1. ფულადი გრანტის მიღება - 100000

     დ - ფულის ანგარიში                        

      კ - გადავადებული შემოსავლები   

2. მოწყობილობების შესყიდვა - 100000

     დ - მოწყობილობები 

  კ - ფულის ანგარიშები 

3. ცვეთის დარიცხვა -  20000  (100000/5)

      დ - გადავადებული შემოსავლები 

         კ - მოწყობილობების დაგროვილი ცვეთა

 4. გრანტის ვადის ბოლოს მოწყობილობების

  ჩამოწერა - 100000

         დ - მოწყობილობების დაგროვილი ცვეთა

           კ - მოწყობილობები

 

 1. გრანტის მიღება   - 100000

     დ - ფულის ანგარიშები   

          კ - გადავადებული შემოსავლები 

2. მოწყობილობების  შესყიდვა      -  100000

 დ - მოწყობილობები                             

   კ  - ფულის ანგარიშები                   

3.  ცვეთის დარიცხვა         -     20000

   დ - ცვეთის ხარჯი               

     კ - მოწყობილობების დაგროვილი ცვეთა

4. შემოსავლების აღიარება ცვეთის ხარჯების

   პროპორციულად       -    20000

   დ - გადავადებული შემოსავლები  

        კ - სხვა  შემოსავლები

5. მოწყობილობების ჩამოწერა გრანტის ვადის

    ბოლოს  - 100 000

       დ - მოწყობილობების დაგროვილი ცვეთა

         კ - მოწყობილობები

                                 სქემა 1. გრანტის აღრიცხვის მეთოდების შედარება 

როგორც პირველი სქემიდან ჩანს, წილობრივი მეთოდით ცეთის ხარჯის დარიცხვა აღარ ხდება. ამით, გრანტის აღიარება ხდება მოგების გარეთ, ცვეთადი აქტივის მომსახურების ვადის განმავლობაში. ამასთან, გადავადებული შემოსავლების ანგარიში ხუთი წლის განმავლობაში თანდათან დაიხურება. ბოლოს აქტივი  პირვანდელი ღირებულებით ჩამოიწერება. შემოსავალ- მეთოდით აღრიცხის დროს, კი ხდება ცვეთის ხარჯის დარიცხვა და შემოსავლები აღიარდება ცვეთის ხარჯის პროპორციულდ, აქტივის ვადის განავლობაში. თუკი მოწყობილობებს ექნება სამუშაოდ ვარგისი სიმძლავრე, იგი გადაფასდება და აქტივებში აისახება. მაგრამ, ამიერიდნ მათი აღრიცხვა გრანტს აღარ შეეხება.

არაამორტიზებად აქტივებთან დაკავშირებული გრანტები შეიძლება აგრეთვე გულისხმობდეს გარკვეული ვალდებულებების შესრულებას. ასეთი გრანტები აღიარდება მოგებაში ან ზარალში იმ საანგარიშგებო პერიოდებში, როდესაც გაწეული იქნება ამ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული დანახარჯები.

 მაგალითად, მიწის გრანტი შეიძლება შეიცავდეს მიწის ნაკვეთზე გარკვეული შენობა-ნაგებობების მშენებლობის პირობას. ამიტომ გრანტის აღიარება შემოსავლების სახით მიზანშეწონილია მოხდეს მოცემული შენობა-ნაგებობების მომსახურების მთელივადის განმავლობაში.

დავუშვათ, საწარმომ მიიღო მიწის გრანტი აბრეშუმის თესლის გამოყვანის შენობის ასაშანებლად. მიწის რეალრი ღირებულებაა 240000 ლ. შენობის აშენება 120000 ლ დაჯდა. მისი მოქმედების ვადა 60 წელია. გამოიყენება ცვეთის დარიცხვის წრფივი მეთოდი. საწარმო იყენებს წილობრივი მონაწილეობის მეთოდს.

ოპერაციები  შემდეგნაირად აღირიცხება (იხ. სქემა 2).

                          ოპერაციების აღრიცხვა წილობრივი მეთოდით

1. გრანტის მიღება     - 240000 ლ

      დ  - მიწა          

          კ - სხვა გრძელვადიანი ვალდებულებები

2. აშენებული შენობის მიღების აღიარება - 120000 ლ

    დ - შენობა

                კ - ფულადი სახსრების ანგარიში

3. შენობის  ცვეთის დარიცხვა -    2000  ლ       (120000/60)

     დ - ცვეთის ხარჯი

                 კ - შენობის დაგროვილი ცვეთა

4. შენობის ღირებულების გამოქვითვა ცვეთის ხარჯის

         პროპორციულად - 2000 ლ

       დ - შენობის დაგროვილი ცვეთა

          კ - შენობა

5. მიწის ღირებულების გამოქვითვა შენობის ვადის განმავლობაში -

        240000/60 =4000 ლ

              დ - სხვა გრძელვადიანი ვალდებულებები - 4000

                          კ - მიწის ნაკვეთები    - 4000

 

                            სქემა 2. გრანტით მიღებული მიწის აღრიცხვა

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ საწარმომ მხოლოდ მიწის გრანტი მიიღო და შენობის ხარჯებს თავად ეწევა, ამიტომ გრანტი შენობას არ ეხება და შენობის ცვეთაც ჩვეულებრივად აღირიცხება. ხოლო მიწის რეალური ღირებულება აღიარდება გრძელვადიან ვალდებულებად, რომელიც სამოცი წლის განმავლობაში ჩამოიწერება. აღრიცხვაში მიწის ღირებულება თანდათან შემცირდება და ბოლოს განულდება. საწარმოს გრანტზე ვალდებულება აღარ აქვს და მიწას ამ მომენტისათვის გადააფასებს და მას აქტივად აღიარებს საკუთარ კაპიტალში მიწისა და გადაფასების რეზერვის ანგარიშების კორესპოდენციით.

სახელმწიფო გრანტი, შეიძლება მიღებულ იქნეს გაწეული ხარჯებისა და ზარალის კომპენსაციის სახით, ან საწარმოს გადაუდებელი ფინანსური დახმარების მიზნით, რომელსაც არ ექნება შესაბამისი სამომავლო დანახარჯები. იგი უნდა აღიარდეს იმ პერიოდის მოგებაში ან ზარალში, როდესაც  იგი  დაექვემდებარება მიღებას (ბასს 20, პ.20).

მაგალითად, საწარმომ ნოემბერში მოიპოვა გრანტის უფლება 35000 ლ პერიოდის ხარჯების  დასაფარავად, მაგრამ სახსრები მიიღო მარტში.

სახელმწიფო გრანტი აღიარდება 35000 ლარის ოდენობით ნოემბერში, თუკი ხარჯის გაწევა ამ თვიდან დაიწყო. იგი ჯერ აღიარდება ერთი მხრივ, როგორც მოთხოვნები და მეორე მხრივ გადავადებული შემოსავალი.  ხარჯების გაწევის შემდეგ კი გადავადებული შემოსავლებით დაიხურება ხარჯების აღმრიცხველი ანგარიშები.

 

სახელმწიფო გრანტია აგრეთვე გაცემული ნაპატიები სესხი, როდესაც არსებობს იმის დასაბუთებული გარანტია, რომ საწარმო შეასრულებს სესხის პატიების პირობებს (ბასს 20, პ.10).

სესხით ვალდებულება გადაიტანება  „სხვა შემოსავლების“ ანგარიშზე.

მაგლითად: საწარმომ სამი წლის წინ 60 ათასი ლარი სესხი, გრანტის სახით მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობისაგან ოფისის შენობის რეკონსტრუქციის მიზნით. მიმდინარე მომენტში ყველა პირობა შესრულებულია და საწარმო სესხისაგან გათავისუფლდა.

 იგი თავდაპირველად ასახული იქნებოდა ფულადი თანხებისა და სასესხო ვადებულების ანგარიშგებზე, ამჟამად კი აისახება აღებული სესხით ვალდებულებისა და სხვა შემოსავლების ანგარიშების კორესპოდენციით.

ასევე, სახელმწიფო სესხის სარგებელი, რომლის საპროცენტო განაკვეთი საბაზრო განაკვეთზე დაბალია, აისახება როგორც სახელმწიფო გრანტი. სესხი აღიარდება როგორც ფასს 9 -ფინანსური ინსტრუმენტები“ - ის  შესაბამისად.

საბაზრო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის სარგებელი უნდა შეფასდეს, როგორც სხვაობა ფასს 9-ის შესაბამისად განსაზღვრულ სესხის თავდაპირველ  საბალანსო ღირებულებასა და მიღებულ შემოსავალს შორის. სარგებელი აისახება წინამდებარე სტანდარტის შესაბამისად. საწარმომ უნდა განიხილოს ის პირობები და ვალდებულებები, რომლებიც დაკმაყოფილებულია ან უნდა დაკმაყოფილდეს იმ დანახარჯების განსაზღვრისას, რომლის კომპესაციისთვისაც გამიზნულია სესხის სარგებელი.  

ზოგჯერ, გრანტის მიღება ხდება ფინანსურიანფისკალურიდახმარებების კომპლექსური შეთანხმებების სახით. ასეთ შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს იმ პირობებს, რომლებსაც უკავშირდება დანახარჯების გაღება საწარმოს მხრიდან, რადგან სწორედ ამის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ის საანგარიშგებო პერიოდები, როდესაც ფაქტობრივად მოხდება გრანტის განხორციელება. შეიძლება მიზანშეწონილი იყოს სხვადასხვა მეთოდის გამოყენება გრანტის სხვადასხვა ნაწილის გასანაწილებლად.

სახელმწიფო გრანტი შეიძლება განკუთვნილი იყოს საწარმოსათვის უშუალოდ გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად, უკვე გაწეული სპეციფიკური დანახარჯების სტიმულირების მიზნით. ასეთი გრანტი შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ საწარმოს და არა საწარმოთა ჯგუფს. ასეთ შემთხვევაში, გამართლებულია გრანტის აღიარება შემოსავლის სახით იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც საწარმო განსაზღვრავს მის მიღებას, სათანადო განმარტებითი შენიშვნის დართვით, რათა მკაფიოდ გამოჩნდეს გრანტის შედეგი. იგი აღირიცხება ფულადი სახსრებისა და სხვა არასაოპერაციო შემოსავლების ანგარიშებზე.

სახელმწიფო გრანტი საწარმომ შესაძლოამიიღოს წინასაან გარიშგებო პერიოდში გაწეული ხარჯების ან ზარალის კომპენსაციის სახით. ამგვარი გრანტი აღიარდება მოგებაში ან ზარალში იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც იგი დაექვემდებარება მიღებას, სათანადო განმარტებითი შენიშვნის დართვით, რათა მკაფიოდ გამოჩნდეს გრანტის შედეგი.                        

ბას 20-ის  მიხედვით, სახელმწიფო გრანტებს არ მიეკუთვნება ისეთი ტიპის სახელმწიფო დახმარება, რომელსაც არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული, დასაბუთებული ღირებულება და რომელიც არ განსხვავდება ჩვეულებრივი კომერციული გარიგებისაგან.

წინამდებარე სტანდარტის მიხედვით, სახელმწიფო დახმარება არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, საერთო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ქსელის გაუმჯობესების გზით, აგრეთვე საირიგაციო სისტემის სრულყოფის ღონისძიებებს, რაც სასარგებლოა მთელი ადგილობრივი მოსახლეობისათვის

ისეთი ტიპის სახელმწიფო დახმარებას, რომელსაც არ გააჩნია მკაფიოდ გამოსახული, დასაბუთებული ღირებულება, მიეკუთვნება უფასო ტექნიკური და მარკეტინგული რჩევები და გარანტიების მიცემა. სახელმწიფო შესყიდვა ისეთი ტიპის სახელმწიფო დახმარებაა, რომელიც არ განსხვავდება საწარმოს ჩვეულებრივი კომერციული გარიგებისაგან და გულისხმობს საწარმოს პროდუქციის გარკვეული ნაწილის შესყიდვის უზრუნველყოფას სახელმწიფოს მიერ. ამ შემთხვევაში, მართალია აშკარაა სარგებლის არსებობა და მისი მნიშვნელობა, მაგრამ კომერციული საქმიანობისგან სახელმწიფო დახმარების გამოყოფა ძნელია და მას ყოველთვის წმინდა სუბიექტური ხასიათი ექნება (ბასს 10, პ. 35-36).

მაშინ, როდესაც გრანტი წარმოადგენს სახელმწიფო დახმარების პაკეტის ნაწილს, დახმარება გაიყოფა და  შეიძლება თითოეული ნაწილისთვის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება გახდეს საჭირო.

მაგალითად, დაბალშემოსავლიან რეგიონში ხდება გრანტის გაცემა კომერციულ მშენებლობაზე, კომპიუტერულ მოწყობილობებზე, ხელსაწყოებზე და კადრების განათლებაზე.

ოთხივე სახის დაფინანსება აღირიცხება ცალ-ცალკე, მაშინაც, კი თუ თანხა ერთად იქნება მიღებული.

 

შესაძლოა ადგილი ექნეს მოთხოვნას გრანტის უკან დაბრუნებაზე.  აქტივი შეიძლება დაბრუნდეს სრულად ან ნაწილობრივ. გრანტის დაბრუნება განიხილება, როგორც სააღრიცხვო შეფასებების გადასინჯვა (ბასს 8- სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები“). შემოსავალთან დაკავშირებული გრანტის დაბრუნება დაუყოვნებლივ უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში. ხოლო, აქტივთან დაკავშირებული გრანტის დასაბრუნებელი თანხა აისახება აქტივის საბალანსო ღირებულების გაზრდით, ან გადავადებული შემოსავლის ნაშთის შემცირებით.                     

ამრიგად, გრანტების აღრიცხვა მოწესრიგებულ უნდა იქნეს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად და  საწარმომ ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა აჩვენოს: საწარმოს მიერ სახელმწიფო გრანტებისათვის გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკა, მათ შორის ფინანსურ ანგარიშგებაში გრანტების წარდგენის მეთოდები; ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული სახელმწიფო გრანტების ხასიათი და სიდიდე, აგრეთვე სახელმწიფო დახმარების სხვა ფორმების აღწერა, საიდანაც საწარმომ პირდაპირი სარგებელი მიიღო; შეუსრულებელი პირობები და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ რომელიმე ტიპის სახელმწიფო დახმარებასთან.

გრანტს თავისთავად არ მოაქვს შემოსავალი და გრანტების გაცემა თვითმიზანი არაა. გრანტის ამღებმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა პროექტი უნდა განახორციელოს. ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, საქართველოში არის შემთხვევები, როცა ეს მოთხოვნები სრულად დაცული არაა. ამიტომ, მთავრობა მკაცრად უნდა აკონტროლებდეს საგრანტო პროექტების განხორციელების მიმდინარეობას, რათა მიზანი მიღწეულ იქნეს. ჩვენი აზრით, რეალური დადებითი შედეგების მომტანი იქნება, თუკი სამეწარმეო საგრანტო პროექტებში ჩაიდება გრანტის ამღების ვალდებულება, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში მიღებული მოგების 50% რეინვესტირებული იქნება საწარმოში.

დასკვნა 

ამრიგად, სახელმწიფო გრანტები აქტუალობას არ კარგავს. სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკის მთავარი ამოცანებია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სოციალური, კულტურული და  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობების ხელშეწყობა, ინოვაციების პოპულარიზაცია და საზოადოებაში მათი დანერგვა, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული  კატასტროფების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა, გარემოს გაჯანსაღების პროექტების განხორციელება.

სტატიაში განხილულია სახელმწიფო  გრანტების, აღრიცხვის თავისებურებები აღრიცხვის საერთაშორიოს სტანდარტის - ბასს 20 – „სახელმწიფო გრანტების ბუღალტრული აღრიცხვა  და სახელმწიფო დახმარების განმარტებითი შენიშვნები“ -  მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, გრანტის აღიარება არ ხდება მანამ, სანამ საწარმოს არ ექნება იმის დამაჯერებელი რწმენა, რომ დააკმაყოფილებს გრანტის პირობებს და გრანტს აუცილებლად მიიღებს.  სახელმწიფო გრანტებს არ მიეკუთვნება ისეთი ტიპის სახელმწიფო დახმარება, რომელსაც არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული, დასაბუთებული ღირებულება და რომელიც არ განსხვავდება ჩვეულებრივი კომერციული გარიგებისაგან. გრანტის მიღება ხდება ფულადი ან არაფულადი ფორმით. იმავე სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით, გრანტები შეიძლება აღირიცხოს კაპიტალ მეთოდით ან შემოსავალ მეთოდით. შრომაში მოცემულია მათი თავისებურებები.

გრანტების აღრიცხვის სტანდარტი აგრეთვე მოითხოვს, რომ საწარმომ ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა წარადგინოს: საწარმოს მიერ სახელმწიფო გრანტებისათვის გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკა, მათ შორის ფინანსურ ანგარიშგებაში გრანტების წარდგენის მეთოდები; ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული სახელმწიფო გრანტების ხასიათი და სიდიდე, აგრეთვე სახელმწიფო დახმარების სხვა ფორმების აღწერა, საიდანაც საწარმომ პირდაპირი სარგებელი მიიღო. აგრეთვე წარდენილ უნდა იქნეს შეუსრულებელი პირობები და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ რომელიმე ტიპის სახელმწიფო დახმარებასთან. გამოკითხვების შედეგად ჩანს, რომ ყველა საწარმო ამ მოთხოვნებს არ ასრულებს. შრომაში აგრეთვე განხილულია საქართველოს ბიუჯეტიდან გაცემული გრანტების მაჩვენებლები, რაც ბოლო წლებში შემცირებულია.

ჩატარებული კვლევის შედეგად გაკეთებულია დასკვნები, რომ:

  • მთავრობამ უფრო მეტად უნდა წაახალისოს ფიზიკური და იურიდიული პირების ინოვაციები;
  • საწარმოებმა ფინანსურ ანგარიშგებაში აჩვენონ ინფორმაცია მიღებული სახელმწიფო გრანტისა და საგრანტო პროექტის განხორცილების შემდეგ მიღებული ეკონომიკური და სოციალური შედეგების შესახებ;
  • სამეწარმეო საგრანტო პროექტებში ჩაიდოს გრანტის ამღების ვალდებულება, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში მიღებული მოგების 50%  საწარმოში იქნება რეინვესტირებული.

 

                                         გამოყენებული ლიტერატურა 

1. სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის სახელმძღვანელო.

                ევროკავშირი საქართველოსთვის. 2017.

              http://www.civilin.org/pdf/Methodology.pdf

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი. 2015-2019.

          https://matsne.gov.ge/ka/document/view/3495562?publication=2

          https://matsne.gov.ge/ka/document/view/4419670?publication=0

3. ბასს 20 – სახელმწიფო გრანტების ბუღალტრული აღრიცხვა  და სახელმწიფო დახმარების

                  განმარტებითი შენიშვნები. თარგამნი ინგლისურუდან, 2015 წ.

               https://www.saras.gov.ge/ka/Ifrs

4. ბასს 39 - ფინანსური ინსტრუმენტები: აღიარება და შეფასება. თარგამნი ინგლ-დან. თბ.2009.

5. ფასს  13 - რეალური ღირებულების შეფასება.თარგამნი ინგლისურიდან, 2015 .

               https://www.saras.gov.ge/ka/Ifrs

6. IAS 20 – Accounting for Government  Grants and Disclosure of Government Assistance.2015.

7. 12 tips for accessing government grents to transform your business.2018.

 https://www.sageautomation.com/blog/12-tips-for-accessing-government-grants-to-transform-             your-business

8. Government Grants Act, 1895 Complete Act – Bare Act. (India).

        https://www.legalcrystal.com/act/133611/government-grants-act-1895-complete-act

9. Muthupandian K.S.( 2016).IAS 20, Accounting for Government Grants and disclosure of Government

      Assistance – A Gloser Look.

https://www.researchgate.net/publication/254444103_IAS_20_Accounting_for_Government_Grants_ and_Disclosure_of_Government_Assistance_-_A_Closer_Look.                                     

10. Grant Proposals (2019).

             https://writingcenter.unc.edu/tips-and-tools/grant-proposals-or-give-me-the-money/